გაკვეთილის გეგმა
|
გაკვეთილის მთავარი თემა |
მ. მაჭავარიანის ლექსი ,,ვინც
იყო, იგი
რომ არა...’’
(გაგრძელება)
|
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
საფეხური (VI კლასი)
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
28 მოსწავლე (განსაკუთრებული
მიდგომის საჭიროების
მქონე მოსწავლე
არ გვყავს).
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი
აქტუალურია მ.
მაჭავარიანის ცხოვრებისა და ზემოთ დასახელებული ლექსის გასააზრიანებლად. კერძოდ, მოსწავლეებს
განუვითარდებათ როგორც საპრეზენტაციო, ისე ზეპირმეტყველების, წერის, ლექსის ფორმაზე დაკვირვებისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევები; წინარე
ცოდნა გაუადვილებთ მათ ახალი
მასალის ათვისებას
და იოლად შესძლებენ ცოდნის
ინტეგრირებას.
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
•მოსწავლეები დაეუფლებიან ინფორმაციის მიღებისა
და გადაცემის უნარ-ჩვევებს;
•გაიაზრებენ
ტექსტს და შეაფასებენ
ცალკეულ დეტალებს;
•გაიმყარებენ
ტექსტის მხატვრულად კითხვის მეთოდებს;
•შეაფასებენ
ტექსტს რითმებისა და რიტმის მიხედვით;
•განივითარებენ მხატვრულ სიტყვაზე დაკვირვების
უნარ-ჩვევებს;
•გაიმყარებენ
ტექსტის ხმამაღლა კითხვის
უნარ-ჩვევებს;
•შეეძლებათ
სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრუ-
ლი ტექსტის წაკითხვა და
გაგება-გაანალიზება;
•შეეძლებათ მსჯელობა
ტექსტში ასახულ
მნიშვნელოვან
პრობლემებზე;
•შესძლებენ კითხვის
პროცესით გამოწვეული განწყობილე-
ბებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემას;
•შეეძლებათ
კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად
გამოყენება;
•შესძლებენ
დამატებითი ინფორმაციის მოძიებას;
•შეეცდებიან სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის
დამოუკიდებლად შექმნას;
•წერის პროცესში
შეეძლებათ გრამატიკული წესების
მართებულად გამოყენება და მართლწერის
ნორმების დაცვა;
გაკვეთილი
პასუხობს ესგ-ს შემდეგ
მოთხოვნებს: VI. 1,
2, 7, 8,
9, 10, 11, 12, 14, 16.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა
უკვე იციან მ.
მაჭავარიანის ბიოგრაფია და
ლექსი ზეპირად.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებები
დადგინდება შეფასების რუბრიკით.
დაკვირვებისა და
ანალიზის ობიექტი იქნება მსჯელობა,
ზეპირი
პრეზენტაცია, წერითი სამუშაო და გაკვეთილზე ჩართულობა.
გამოვიყენებ განმსაზღვრელ, ინდივიდუალურ
და ჯგუფურ შეფასებას.
მოსწავლეები შეფასდებიან
ქულებით და წახალისდებიან სიტყვიერად...
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები |
სახელმძღვანელო -
ქართული ენა და ლიტერატურა, VI კლ., ვ.
როდონაია და სხვ., 2011;
ბარათებზე
ამოწერილი ლექსების სტროფები;
ფერადი
მარკერები;
ფურცლები;
კომპიუტერი (word-ისა და powerpoint-ის პროგრამები), პროექტორი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
(A)
ფაზა მოლოდინის განსაზღვრა - (20 წთ.)
•კითხვების
მეშვეობით გამოვიკითხავ მუხრან მაჭავარიანის
ბიოგრაფიას (იხ. სქემა 1) – 4 წთ.;
•პასუხების
მოსმენის შემდეგ, ერთ მოსწავლეს, სურვილისა-
მებრ, ზეპირად წავაკითხებ ლექსს - 2 წთ.;
•გადავდივარ
რუბრიკაზე - ,,ტექსტის წაკითხვის შემდეგ,’’
ვსვამ
კითხვებს (იხ.
სქემა 2) – 4 წთ. და
ვისმენ მოსწავლე-
ების მიერ შინ
მომზადებულ პასუხებს.
•მოსწავლეებს
ვთავაზობ 5 წუთიან წერით დავალებას
სათაურით - ჩემი სათაყვანებელი გმირი
წინაპარი. განვუმარ-
ტავ, რომ ტექსტი
შეიძლება დაიწეროს ჩანახატის, ლექსის...
სახით (სურვილის
მიხედვით), შესაძლებელია
პორტრეტის
შექმნაც. შემდეგ ვთხოვ, წაიკითხონ ან
გამოფინონ თავიანთი
ნამუშევარი.
შეფასებისას, ყურადღებას მხოლოდ
პოზიტიურ მხარეებზე გავამახვილებ (10 წთ.).
|
|
|
(B)
ფაზა შინაარსის რეალიზება - (23 წთ.)
კლასს ვახსენებ პროზასა და ლექსს
შორის განმასხვავებელ
ნიშნებს, შევარჩევ
იმგვარი ხასიათის კითხვებს (იხ. სქემა 3),
რომ მოსწავლეებმა თავად ,,აღმოაჩინონ’’ რითმა როგორც
ლექსის
პროზისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი
ნიშანი.
ამისთვის
ხმამაღლა, გარკვევით ვკითხულობ სტროფებს
პოეტის ლექსიდან, აქცენტს
ვაკეთებ სარითმო სიტყვებზე.
•მოსწავლეებს
განვუმარტავ რითმას...
•ვავალებ მოსწავლეებს, მ. მაჭავარიანის ლექსში
მოძებნონ
სარითმო სიტყვები, ყურადღება
გაამახვილონ ინტერვალიან
და ჯვარედინ რითმებზე და
ამოწერონ ფურცლებზე
(დავალება 1) – 10
წთ.;
•ვისმენ
პასუხებს...
•მოსწავლეებს ვყოფ
ჯგუფებად, ვურიგებ
ბარათებზე
ამოწერილ
სტროფებს სხვადასხვა
ლექსიდან და ვავალებ,
იპოვონ
სარითმო სიტყვები და იმუშაონ ფერადი მარკერე-
ბით;
გაარკვიონ რითმის სახეობა (დავალება 2) – 8 წთ.;
•ვისმენ
პასუხებს...
•მოსწავლეებს
პროექტორით ვაჩვენებ სქემას (იხ. სქემა 4)
და ვთხოვ, უპასუხონ კითხვებს (დავალება 3) – 5 წთ.;
•ვისმენ
პასუხებს...
(C)
ფაზა
გამთლიანება - (2 წთ.)
საშინაო დავალება - მოსწავლეებს ვავალებ, პოეტის
ლექსიდან - ,,ვინც იყო, იგი რომ
არა...’’ - ამოწერონ იმ
გმირი წინაპრების სახელები,
რომელთაც პოეტი ეთაყვანება,
მოიკვლიონ მათზე დამატებითი ისტორიული ცნობები
(ჯგუფები, სურვილის მიხედვით, გაინაწილებენ მოსაკვლევ
მასალას) და მოემზადონ
პრეზენტაციისათვის.
|
შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-6
|
7-8
|
9-10
|
|
მ.
მაჭავარიანის ბიოგრაფია
(მნიშვნელოვანი
დეტალები)
|
ვერ
პასუხობს კითხვებს
|
ნაწილობრივ
პასუხობს კითხვებს
|
პასუხობს
კითხვებს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით
|
პასუხობს
ყველა კითხვას
|
|
ლექსი -
,,ვინც იყო, იგი რომ არა...’’
(ზეპირად)
|
არც ერთი
სტროფი არ იცის ზეპირად
|
ნახევარი
იცის ზეპირად
|
იცის
ზეპირად, მაგრამ ზოგჯერ ეშლება
|
იცის
ზეპირად
|
|
დავალებების
შესრულება
|
ვერ
ასრულებს დავალებებს
|
ნაწილობრივ
ასრულებს დავალებებს
|
ასრულებს
დავალებებს, მაგრამ
ზოგჯერ შეცდომით
|
შეუცდომლად
ასრულებს დავალებებს
|
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
საერთოდ არ
აქტიურობს
|
ნაწილობრივ
აქტიურობს
|
აქტიურობს. მაგრამ
ზოგჯერ
უყურადღებოა
|
აქტიურობს
მთელი გაკვეთილის მანძილზე
|